საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანანო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო ჩიხში შევიდა – განხილვის მთავარი საკითხები იქნება ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე. ფორმატის მხარეები დილიდან გაეროს ჟენევის ოფისში არიან შეკრებილები და მოლაპარაკებებს მართავენ.
როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია ჟენევიდან – ქეთი ქარდავა გვეტყვის.