ჟენევაში მოლაპარაკებების მესამოცე რაუნდი მიმდინარეობს. გართულებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განგრძობადი ბორდერიზაცია და უკანონო გატაცებები – ამ ფონზე დაიწყო მორიგი რაუნდი, რომელიც პირველ რიგში, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. გადასასვლელების გახსნის საკითხი იქნება ის მთავარი მოთხოვნები, რასაც ქართული დელეგაცია შეხვედრაზე დააყენებს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.