ერთი დღე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-60-ე რაუნდამდე. ქართული დელეგაცია მორიგი რთული დისკუსიისთვის ემზადება. გართულებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განგრძობადი ბორდერიზაცია და უკანონო გატაცებები – ამ ფონზე იღებს სტარტს მორიგი რაუნდი, რომელიც პირველ რიგში 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. დღევანდელი დღე ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს ეთმობა, უკვე ხვალ დილიდან კი მხარეები ოფიციალურად მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას.