2008 წლის ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლითაც ოფიციალური თბილისი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობს. ორ თემატურ ჯგუფში შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს.
როგორია მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მოლოდინი, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.