ჟან-კლოდ იუნკერი - ,,ბრექსითის" მოლაპარაკებებზე საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული, რაც ბრიტანეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით დიალოგს უხსნის გზას
,,ბრექსითის” მოლაპარაკებებზე საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული, რაც ბრიტანეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით დიალოგს უხსნის გზას,’’ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის რთული იყო, თუმცა, შედეგი კომპრომისია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირლანდიის საზღვრის საკითხის განსახილველად ბრიუსელში იმყოფება.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრების გაგრძელება სამომავლოდაც შეეძლებათ.