საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის თქმით, პანდემიის გამო არის გარკვეული სირთულეები. თუმცა, ის იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც გააკეთა. პატრიკ ფრანცენი იმედს გამოთქვამს, რომ შაბათს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება.