„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიში

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ „მუნიციპალიტეტების ორგანოთა 2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსების“ ანგარიში წარმოადგინა. კვლევა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოუძიებლობა მთავარ გამოწვევად რჩება. „გამჭირვალობამ“ შეისწავლა არჩევნებში მონაწილე 13 სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, კვლევაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ფინანსები, ერთად აღებული 12 პარტიის ფინანსებს 2.5 ჯერ აღემატება. მათი შეფასებით, ეს ფინანსური უთანასწორობა საარჩევნო გარემოს აზიანებს.