ISFED-ის ანგარიში

2021 წლის მუნიციპალური ორგანოების არჩევნებისა და სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა ისფედ-მა.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მეტნაკლებად კონკურენტული იყო, თუმცა მმართველი პარტიის ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. ანგარიში აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო დააზიანა ზეწოლამ, მუქარამ, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებმა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესებული საარჩევნო პროცედურები.

რაც შეეხება სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებს, ანგარიშში გამოიკვეთა, რომ არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 110 საჯარო მოხელის „ფეისბუქ“ გვერდზე, 662 სააგიტაციო შინაარსის  პოსტის გამოქვეყნების შემთხვევა დაფიქსირდა.