ცესკო-ს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში

ცესკო-ს თავმჯდომარემ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ინსტიტუციური განვითარების, შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების პილოტირებისა და მიღებული გამოცდილების, საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. რაც შეეხება 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმას, თავმჯდომარის თქმით,  გეგმა სამ პრიორიტეტს მოიცავს – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ამჟამად ადმინისტრაცია დგას.