„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს POSTV-ის წინააღმდეგ დღეს სარჩელი შეაქვს. როგორც ბრიფინგზე მან და მისმა ადვოკატმა აღნიშნეს, „პოსტივის“ მხრიდან ცრუ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან ითხოვენ სწრაფ რეაგირებას, ასევე აპირებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას, რათა დაამტკიცონ დიმიტრი ჩიქოვანის უდანაშაულობა და ის, რომ ემიჯნებიან ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. სარჩელის შეტანის საკითხს, „პოსტივის“ ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდებები, რომელსაც დიმიტრი ჩიქოვანი უყენებს, აბსურდულია.
.