სააკაშვილის ფაქტორი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

გიორგი ჩალაძის მუქარა – სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი სტრატეგიას ამხელს და აანონსებს, რომ მსჯავრდებულის საპატიმროში დატოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ქუჩაში ომს მიიღებს. ამ დრომდე კი პოლიტიკური ომი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტიკური გავლენების გადანაწილებაზე მიდის.

რამდენად შეძლებს პარტია ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმებას და ერთობის შენარჩუნებას. ახალი თავმჯდომარის არჩევიდან სამ დღეში, ყოფილის მხარდამჭერები საკადრო წმენდაზე ალაპარაკდნენ. წალენჯიხის რაიონულ ორგანიზაციაში კი განაცხადეს, რომ დაკავებულ პოზიციებს ჩამოაცილეს და მეტიც, სოციალური ქსელის ადმინისტრირების უფლებაც შეუზღუდეს.

მელიას მომხრეები აკონკრეტებენ, რომ რაიონული ორგანიზაციის საქმიანობაში დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანიც ერევა.

ვინ, რატომ და რისთვის რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნოდარ ჩაჩუა ჩაგვერთვება თემის დეტალებით.