დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია

დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე ფეხით მოსიარულეებისთვის ფილებს აგებენ, ხოლო საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება დასრულებულია.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები და გარე განათების ახალი ქსელი. ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოს სრულად აღდგება. ხიდს კი პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.