დიდთოვლობა საქართველოში

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. თოვლისა და ლიპყინულის მიზეზით, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ასევე შეზღუდულია გადაადგილება. ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის გზაზეც მოქმედებს შეზღუდვები.