განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცველებმა გურიაში.
საქმეზე 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული. ის დაბა ურეკში აიყვანეს. მისი პირადი ჩხრეკისას სხვადსხვა ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ბრალს აღიარებს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.