დიდი ოცეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთმა უარი თქვა დაეგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია ერთობლივი განცხადებით. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა. დოკუმენტში უმკაცრესი ფორმით არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ზარალი, რაც ასევე ამძიმებს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს. ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ან მასთან დაკავშირებული საფრთხე, ყოვლად დაუშვებელია. მოსკოვის თქმით, „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა დიდი ოცეულის „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.