დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები

დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატის პირველი ვიზიტი საქართველოში – თბილისიდან გამგზავრებამდე მაღალი რანგის სტუმარმა მედიის კითხვებს უპასუხა. დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია-გარემო, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის არსებობა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა – ასეთია ჯეიმს კლევერლის მთავარი რეკომენდაციები ხელისუფლების მისამართით. გზავნილია, რომ მმართველმა გუნდმა ოთხივე მიმართულებებით თავისი ვალდებულებები გააძლიეროს. იყო სრული მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც გაერთიანებული სამეფოსგან, როგორც საქართველოში ნატოს საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლისგან, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კლევერლიმ საქართველოში დამატებითი დაფინანსების პაკეტიც ჩამოიტანა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციით, საქართველოს, როგორც რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნის, განსაკუთრებული ძალისხმევა ჰიბრიდული თავდასხმების აღკვეთისკენ უნდა იყოს მიმართული.

ქეთი ჩოხელი ესაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს.