გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ 100-ზე მეტ ქვეყნისთვის. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება. აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს ასევე მოლდოვასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ჩინეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მონტენეგროსთან“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.