საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში ტრადიციული ძველი ქართული დღესასწაული „ბერიკაობა“ აღინიშნება.
რიტუალში მამაკაცები მონაწილეობენ, რომლებიც ნიღბებით, ქსოვილის ფერადი ნაჭრებით გაწყობილი სამოსით და ყიჟინით დადიან სოფელში.
მოსახლეობა ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება. აცხობენ ქადებს და ბერიკებს ძღვენით ხვდებიან.
ბერიკაობა დიდ ჩაილურში ყოველ წელს გაზაფხულზე, დიდმარხვის დასაწყისში იმართება. მას ნაყოფიერების და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაულსაც უწოდებენ