დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის და დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით – პარლამენტში პრეზენტაცია გაიმართა.
თემატური მოკვლევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. მოკვლევის მიზანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას დიასპორის მდგრადი ჩართულობის კულტურა და სისტემა, რათა დიასპორული კაპიტალი უფრო მძლავრად იქნეს გამოყენებული საქართველოს განვითარებისთვის. კვლევაში წარმოდგენილი მიგრაციის შესახებ მონაცემები ძირითადად აღებულია სამიზნე ქვეყნების სტატისტიკის ოფიციალური სამსახურებისგან, აგრეთვე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სააგენტოების რესურსებიდან. კვლევის ფარგლებში შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციებიც.