დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ანგარიში

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

ანგარიში და 2023 წლის გეგმები დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააცნო. მისი განცხადებით, ქართულ დიასპორასთან მუშაობა საგარეო უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და 2022 წელი ამ კუთხით აქტიური წელი იყო, დაინერგა ბევრი ინიციატივა. ვლადიმერ კონსტანტონიდმა ხაზი იმ საგრანტო პროგრამებს გაუსვა, რომლის საშუალებითაც იზრდება საქართველოს განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართულობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად ევროპასა და ამერიკაში დაახლოებით მილიონ ნახევარი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.