დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტები სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას ითხოვენ.
მთავარი მოთხოვნა შესაბამისი ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს დიალიზის ცენტრში მისასვლელად ასეულობით კილომეტრის გავლა უწევთ. პრობლემა ძირითადად მაღალმთიანი დასახლებების მცხოვრებლებს აწუხებთ, რის გამოც ზოგიერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი უწევს. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ შვიდი ცენტრის დამატებას გეგმავს.