შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლები, კარდიოლოგებთან ერთად, კრიტიკული შემთხვევების დროს პაციენტების მომსახურების საფასურის საკითხს განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევებისთვის დამატებითი კოდები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სერვისებზე ცალკე ტარიფები დაწესდება.

სახელმწიფო ელექტრული სამედიცინო აპარატის მომსახურება, ფაქტობრივი ხარჯებით მოხდება და წინასწარი თანხით აღარ განისაზღვრება. ცვლილებების ამოქმედება იანვრის ბოლომდე იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა 16 საათზეა ჩანიშნული.