სამედიცინო მომსახურება უკრაინის მოქალაქეებისთვის

უკრაინელი ქალი, რომელიც რუსულ ბომბებს ხერსონიდან საქართველოში გამოექცა, დედა გახდა. 10 დღის წინ ჩამოსული ლუდმილა სმოლინა სასტუმროში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელ, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. უკრაინის მოქალაქე ომის დაწყების შემდეგომ უმძიმეს პერიოდს იხსენებს, რომელიც თავშესაფარში გაატარა. სანამ ყირიმის გავლით საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე რთული დღეების გავლა მოუხდა – ლუდმილა ოკუპირებულ ხერსონში რუსი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ სისასტიკეზე საუბრობს. მის მსგავსად, საქართველოში ჩამოსულ ყველა უკრაინელს ნებისმიერ სამედიცინო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ შესთავაზებს.

ჰუმანიტარულ აქციაში კერძო კლინიკებიც ერთვებიან.

დატოვე კომენტარი