დიალიზის სერვისი ამოქმედდა კასპში. ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები აქამდე სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დიალიზის ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება.