რეგიონებში დიალიზის ახალი ცენტრები გაიხსნა. დაწესებულებები ამოქმედდა წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში. ამ სერვისით სარგებლობის საშუალება უფრო მეტ პაციენტს მიეცა, რომლებიც სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის გაფართოება 2022 წლის აპრილში დააანონსა და ცენტრები ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.
უახლოეს მომავალში კი სამედიცინო მომსახურება ასევე კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი.