დღგ-ს დაბრუნება ბიზნესისთვის

დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა მომდევნო კვირის ორშაბათიდან დაიწყება. კომპანიები, რომელბიც დღგ-ს დაბრუნებისთვის ყველა ძირითად პარამეტრს აკმაყოფილებენ, დღგ-ს დაბრუნებას 5 დღიან ვადაში შეძლებენ, ხოლო  კომპანიებს, რომლებსაც კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, ფინანსთა სამინისტრო 14 დღიან ვადას სთავაზობს. პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო უკვე ამზადებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც ბიზნეს ორგანიზაციები ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას.