დღგ-ს ზედმეტობის ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა იწყება

დღგ-ს ზედმეტობის  გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა მომდევნო კვირის ორშაბათიდან დაიწყება. ის კომპანიები, რომლებიც დღგ-ს დაბრუნებისთვის ყველა ძირითად პარამეტრებს აკმაყოფილებენ, დღგ-ს დაბრუნებას 5-დღიან ვადაში შეძლებენ, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, ფინანსთა სამინისტრო 14-დღიან ვადას სთავაზობს.

პარალელურად,  ფინანსთა სამინისტრო უკვე ამზადებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას.