საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის, მზადება ნატო-ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.