დღეს დედის დღეა. ღონისძიებები გაიმართა თბილისსა და რეგიონებში. ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა თბილისის მერმა. კახა კალაძე მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
დღეს დედებთან ერთად მასპინძლობდა სტუმრებს ბოტანიკური ბაღი. ღონისძიებაზე სახელწოდებით ,,მოდი ბაღში დედასთან ერთად” ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ასევე, გაიმართა ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს, ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, 112 წლის თამარ ჩუბინიძეს მიულოცა დღევანდელი თარიღი გუბერნატორმა. დღესვე გივი ჭიჭინაძე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. მათ 500-500 ლარი გადაეცათ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედასა და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დღევანდელი დღე მიულოცა. მაღალმთიან რეგიონში დღეს კონცერტიც გაიმართა.