დღეს „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი აქცია იმართება, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს. საქართველოში ეს ღონისძიება ლისის ტბაზე დაიწყო, სადაც გასართობი ღონისძიებები იმართება. ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრი, რომელიც ღონისძიებებში აქტიურად იქნება ჩართული. ღონისძიებები საღამოს რიყის პარკში გაგრძელდება.