დეზინფორმაცია ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით - პოლიტიკური შეფასებები
საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა. „აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
საკითხზე დღეს კეთდება პოლიტიკური შეფასებები.