დევიდ ლინჩი საქართველოშია

მსოფლიო კინოს ლეგენდა დევიდ ლინჩი უკვე საქართველოშია. ამ წუთებში ის პარლამენტში, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელს ხვდება.

შეხვედრას კულტურისა და განათლების მინისტრებიც ესწრებიან. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისში პირადი თვითმფრინავით წუხელ ჩამოფრინდა.

ვიზიტი დაკავშირებულია დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრესკონფერენციები, შეხვედრები, საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება.

ეს დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტია საქართველოში.