ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი და მისი ფონდის დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდნენ.
შეხვედრას კულტურისა და განათლებისა მინისტრებიც დაესწრნენ. დევიდ ლინჩმა საქართველოში საერთაშორისო კინო–უნივერსიტეტის გახსნის ინიციატივა და საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტი განიხილა.
ამერიკელი კინორეჟისორი ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ, 12 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
ხვალვე, 19 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ მისი ფილმის ჩვენებაც გაიმართება.