ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთან. შეხვედრები გაიმართა ტოკიოს კინოფესტივალის პროგრამის შემდგენელთან, „უნი-ფრანსის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ასევე დოკუმენტური კინოფესტივალის პროგრამის შემდგენელთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს მიმდინარე ქართული პროექტები, ქართული ფილმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. როგორც ცნობილია, იგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს.