დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის დეკანოზის მკურნალობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა მამალაძის სტაციონარში მონახულებას არ აპირებს.
მინისტრის განმარტებით, თუ საზოგადოებაში არსებობს რაიმე დამატებითი კითხვები, მათ უნდა მოუსმინონ მკურნალობაში ჩართულ ექიმებს და გაიარონ მათთან კონსულტაცია.