მაშველებმა ომალოში აშშ-ის მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის მოქალაქეები გადაარჩინეს. შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფის წევრებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე – სამი ქალი და ერთი მამაკაცი ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

დატოვე კომენტარი