გიორგი მამალაძის საქმე

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. გლდანის ციხეში მამალაძესთან შესახვედრად დეკანოზის ადვოკატი, დავით ჯანდიერი და ძმა, თორნიკე მამალაძე იმყოფებოდნენ. მათი განაცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს, მათთვის დიდი იმედია, ვინაიდან მათივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო საქმეს წარმოებაში არ იღებს, თუ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და საქმეს მოგების პერსპექტივა არ აქვს. აქვე ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მისი მთავარი ამოცანა სწორედ ამის დამტკიცებაა.

მოამბე