დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს.

საქართველოში მიწის დეგრადაციის პრობლემა ყველაზე მეტად კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში დგას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს ინიციატივით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური დახმარებით, დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების გაშენების პროცესი დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, გაუდაბნოების და მიწის დეგრადაციის საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე დედოფლისწყაროში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, ამ თემებზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.