დედაენის დღეს ქართველ ხალხს ულოცავს ევროკავშირი და შეერთებული შტატები
დედაენის დღეს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება და ქართველ ხალხს დღევანდელ თარიღს ულოცავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „ევროკავშირი უერთდება 14 აპრილის – დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით მილოცვას აქვეყნებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. „ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ“, – წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალური ქსელით ავრცელებს.