თვითმმართველობების გასაძლიერებლად მომზადებული დოკუმენტის განხილვა პარლამენტში ინაცვლებს.
ექვს წელზე გათვლილ სტრატეგიაში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა გაიზარდოს რეგიონების ბიუჯეტი, თვითმმართველი ორგანოების დამოუკიდებლობის ხარისხი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა. სწორედ ეს სამი მიზანი აქვს დეცენტრალიზაციის გეგმას, რომელიც ინფრასტრქტურის სამინისტრომ დაწერა. დოკუმენტს, სავარაუდოდ, კორექტირება დასჭირდება.
მესამე სექტორი სტრატეგიაში შესწორებებს ითხოვს.