დებატები საქართველოს პირველ არხზე

წინასაარჩევნო დებატები საქართველოს პირველ არხზე.

„დებატები 2020“-ის მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა უკვე განისაზღვა. რ

ოგორც კვალიფიციური ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით კენჭისყრა დღეს გაიმართა. პირველი დებატი პირველ ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, დებატების გამართვის, ასევე ტელე და რადიო ეთერებში დროის განაწილებისას, პირველი არხი ხელმძღვანელობს არსებული კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არა დისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი ინიციატივით დებატებისთვის და პრეზენტაციებისთვის პირდაპირ ეთერს უთმობს არაკვალიფიციურ სუბიექტებსაც.