დაზარალებული ფერმერების დახმარების პროგრამა

მაისში მომხდარმა სტიქიამ მძიმე კვალი დატოვა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. დაისეტყვა და განადგურდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ბაღები და ვენახები. ჯამში 10 000 ჰექტრამდე ტერიტორია.

გორის რაიონის 15-მდე სოფელში მცხოვრები ასეულობით ოჯახი, რომლებსაც ქონება დაზღვეული არ ჰქონდა, უკვე ორი კვირაა, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაზარალებულთა მეურნეობის აღსადგენად ერთი მილიონი დოლარი გამოყო.