ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი გზავნილი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად, გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათის შენარჩუნებაა.
საქართველო ახლა ექვსეტაპიანი სქემიდან მეოთხე ეტაპზეა. ორთვიანი პაუზის შემდეგ დილიდან მუშაობა განაახლეს სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა. თუმცა ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელთა დაცვა მომსახურე პერსონალს და მომხმარებლებს თანაბრად უწევთ. შემდეგი, ანუ მეხუთე ეტაპი რესტორნების და კაფე-ბარების ღია ნაწილის, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრების გახსნას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის კლების გამო ყველა ეტაპმა ვადაზე ადრე გადმოიწია, მეხუთე ეტაპზე გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნაც, სავარაუდოდ დაჩქარდება.