„ოცნების“ გამარჯვებულ ყველა კანდიდატს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ რთული და საპასუხისმგებლო მისიის აღსრულებაში,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს სტაბილური განვითარებისთვის.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო შევედით ხელოვნურ კრიზისში, რაც იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა, იყო დაუშვებელი მისი განვითარებისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს გამოწვევები უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების, პანდემიისა და ეკონომიკის მიმართებით, არსებული სიტუაცია მოითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების, ასევე ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, რადგან ეს არის საერთო გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს და საპირისპიროს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ყველაფერს და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ არჩევნები არ გვექნება, ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული უშუალოდ გასაკეთებელ საქმეზე “, – წერს დავით ზალკალიანი.