დავით ზალკალიანი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
მიუნხენში ვიზიტისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი. განიხილეს ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას საზღვარგარეთ მცხოვრებლების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად აქვს შემუშავებული.
ხაზი გაესვა დიასპორის წარმომადგენლებსა და საქართველოს საელჩოებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის აუცილებლობას.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა, ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული წესები და მოთხოვნები კიდევ ერთხელ განმარტა.