დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს, 21 თებერვალს გამოცხადდეს. მიხეილ კალანდიას ბრალდების ეპიზოდზე, დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივი ქმედება არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. წინა პროცესზე, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურატურამ.