„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ნაფეტვარიძე „ევექსის“ კლინიკაში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიკითხება იგი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველოს“ წევრს, უცნობმა პირმა თავში ქვა იმ დროს ჩაარტყა, როდესაც მეუღლესთან ერთად ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისი და მისი მეუღლის ინფორმაციით, დაზარალებული თავდამსხმელს არ იცნობს და არც თავდასხმის მოტივია ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.