თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმე, მესაზღვრე დაიკითხა, რომელიც სასაზღვრო ძალებში 1993 წლიდან მუშაობდა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ 2005 წლამდე ე.წ. უდაბნოს მთას ქართული მხარე აკონტროლდებდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, კონტროლი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაამყარეს. ბრალდებული ივერი მელაშვილი კი მომხდარს სამშენებლო სამუშაოებით ხსნის, რომელიც ქართველმა სასულიერო პირებმა წამოიწყეს. შეგახსნებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს, რამაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა ბრალდებულები ამას აბსურდულად მიიჩნევენ.