კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენება გახმაურებულ საქმეზე. ზურაბ ნოღაიდელი დღეს სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით წარდგა. დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ექს-პრემიერ-მინისტრმა დაცვის და ბრალდების მხარეთა კითხვებს უპასუხა. მთავარი შეკითხვები უშიშროების საბჭოს 18 წლის წინანდელ სხდომას ეხებოდა. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე მიუთითა. მოწმის რეზონანსულ განცხადებებს ბრალდებულთა ადვოკატი და პროკურატურა სხვადასხვანაირად განმარტავს. დღევანდელი პროცესის შემდეგ გაჩნდა კითხვა, გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე საქმეზე, რომლის ფიგურანტებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ქვეყნის ინტერესების საზიანოდ საქართველოს ტერიტორიის გადაცემის მცდელობას ედავებიან.