გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ძიება დაასრულა. პროცესი სასამართლოში ინაცვლებს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საქმეზე დაკავებულებს გუშინ ბრალი დაუზუსტდათ. უკვე დღეს ბრალდების მხარემ გავრცელა ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშია გადაღებული. პროკურატურის მტკიცებულებით, ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ ზემდგომი მაღალი თანამდებობის პირების დავალებით. ასევე, გავრცელდა ნატალია ილიჩოვას ფარული მიყურადების აუდიოჩანაწერიც.